- ეკონომიკური ინტეგრაციის ეტაპები
- თავისუფალი ვაჭრობის ზონა - არ არსებობს ხილული შეზღუდვები ვაჭრობაზე; საბაჟო კავშირი - თავისუფალ სავაჭრო ზონას დამატებული საერთო საგარეო სავაჭრო ტარიფი; შიდა ნაწარმის ბაზარი - საბაჟო კავშირს დამატებული საქონლის თავისუფალი გადაადგილება; საერთო ბაზარი - შიდა ნაწარმის ბაზარს დამატებული მომსახურების, კაპიტალის და მუშახელის თავისუფალი გადაადგილება; სავალუტო კავშირი - საერთო ბაზარს პლუს საერთო ვალუტა; ეკონომიკური კავშირი - სავალუტო კავშირს პლუს საერთო ეკონომიკური პოლიტიკა.Source: კაპანაძე სერგი. ევროკავშირის პოლიტიკა: სალექციო კურსი სოციალ. მეცნ. მაგისტრატურისათვის / სერგი კაპანაძე; [მთ. რედ.: მარინე ჩიტაშვილი, ენობრ. რედ.: ლია კაჭარავა] - თბ.: სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006
Georgian encyclopedia. 2013.